ჩემი პროექტები
Saturday, October 1, 2016
მე-9 დღე
დღეს დასრულდა ტრენინგი, რომელიც იყო ბევრად დატვირთული და საინტერესო. გვქონდა პროექტების პორთფოლიოების პრეზენტაცია, გავეცანით მრავალფეროვან პროექტებს, რომლებიც იყო პრობლემებზე დაფუძნებული, პროექტი ავტვირთე ბლოგზე. პროექტს განვახორციელებ პრაქტიკაში, რაც გაზრდის ბავშვების მოტივაციასა და ჩართულობას. მადლობა ტრენერს.
Monday, September 26, 2016
მე-8 დღე
ტრენინგის მე-8 დღე დატვირტული იყო. განვიხილეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. წყვილებში განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია. მე და ჩემმა მეწყვილემ ერთმანეთს მივეცით უკუკავშირები. გეგმაში გათვალისწინებული საკითხები დავალაგეთ ღირებულების მიხედვით. გავეცანით შეფასების რუბლიკებს, ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის რუბლიკაზე. ვისწავლეთ ფონოგრამის შექმნა, რაც იყო ძალიან სახალისო, გავეცანით ფასილიტაციის მასალას, კიდევ ერთხელ განვიხილეთ პროექტის სამოქმედო გეგმა. ტრენინგზე ნასწავლს გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.
Saturday, September 24, 2016
მე-7 დღე
ტრენინგის მე-7 დღე მეტად შრომატევადი იყო. განვიხილეთ მოდული 5. მოსწავლეთა პროექტის შეფასება, შეფასების სტრატეგიების განხილვა, მოსწავლეთა სავარაუდო შეფასების ფორმების შედგენა, მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებისა და სასწავლო პროექტის გადახედვა. გვქონდა საინტერესო ჯგუფური მუშაობა, განვიხილეთ პრობლემური სიტუაცია მაღაზიაში, ასევე განვიხილეთ პედაგოგიური პრაქტიკა: მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში, როცა შეფასების პროცესში არიან მოსწავლეები ჩართული მათ უვითარდებათ სწავლის პროცესის კონტროლის უნარის შეგრძნება და თავს წარმატებულ მოსწავლეებად მიიჩნევენ. საჭიროა შევაფასოთ პროექტის აქტივობები და ბავშვები ჩავრთოთ თვითშეფასებაში. გავეცანით შეფასების რუბლიკებს და ჩეკლისტებს. კარგი იქნება თუ ჩეკლისტებს ბავშვებთან ერთად გავაკეთებთ.
მადლობა ტრენერს.
მადლობა ტრენერს.
Sunday, September 18, 2016
მე-6 დღე
ტრენინგის მე-6 დღეს შევისწავლეთ მრავალი საკითხი. გვქონდა წყვილებში მუშაობა, განვიხილეთ "ჩემი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია", მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი. შემდეგ ავტვირთეთ drive-ზე პრეზენტაციები და ვისწავლეთ სხვისთვის გაზიარება, ასევე შევისწავლეთ თუ როგორ ხდება რედაქტირება, გავეცანით სასწავლო ნიმუშებს, ვისაუბრეთ მოსწავლის ნაშრომის დაგეგმვის შესახებ. შევადგინეთ მოსწავლის პრეზენტაციის ჩეკლისტი, მუშაობა დავიწყე მოსწავლის ნიმუშის პრეზენტაციაზე. ჩემი აზრით, ტრენინგზე მიღებული ცოდნა სწავლის ხარისხს აამაღლებს.
Saturday, September 17, 2016
მე-5 დღე
ტრენინგის მე- 5 დღე იყო ძალიან დატვირთული და საინტერესო. განვიხილეთ შემდეგი საკითხები: მასწავლებლის პორტფოლიოს დასრულება და ბლოგზე ატვირთვა, 21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა, ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება. ვიმუშავეთ წყვილებში . მე და ჩემმა მეწყვილემ ერთმანეთს გავუზიარეთ "ჩემი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია". გავეცანით უკუკავშირის რჩევებს და მეთოდებს. განვიხილეთ უკუკავშირის დასაწყები ფრაზები, რომელსაც ჩემს პრაქტიკაში გამოვიყენებ. კარგი იქნება ბავშვებს თუ წერილობით უკუკავშირს მივცემთ, რაც ხელს შეუწყობს მოტივაციის გაზრდას, ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის უნარებზე. განვიხილეთ საავტორო უფლების ნებართვის წერილი. განვიხილეთ ინტერნეტში ძიების საშუალებები, რაც მე და ჩემს მოსწავლეებს დაგვეხმარება პროექტზე მუშაობისას.
საინტერესო ტრენინგისთვის ტრენერს მადლობა.
საინტერესო ტრენინგისთვის ტრენერს მადლობა.
Subscribe to:
Posts (Atom)