Saturday, September 24, 2016

მე-7 დღე

ტრენინგის მე-7 დღე მეტად შრომატევადი იყო. განვიხილეთ მოდული 5. მოსწავლეთა პროექტის შეფასება, შეფასების სტრატეგიების განხილვა, მოსწავლეთა სავარაუდო შეფასების ფორმების შედგენა, მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებისა და სასწავლო პროექტის გადახედვა. გვქონდა საინტერესო ჯგუფური მუშაობა, განვიხილეთ პრობლემური სიტუაცია მაღაზიაში, ასევე განვიხილეთ  პედაგოგიური პრაქტიკა: მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში, როცა შეფასების პროცესში არიან მოსწავლეები ჩართული მათ უვითარდებათ სწავლის პროცესის კონტროლის უნარის შეგრძნება და თავს წარმატებულ მოსწავლეებად მიიჩნევენ. საჭიროა შევაფასოთ პროექტის აქტივობები და ბავშვები ჩავრთოთ თვითშეფასებაში. გავეცანით შეფასების რუბლიკებს და ჩეკლისტებს. კარგი იქნება თუ ჩეკლისტებს ბავშვებთან ერთად გავაკეთებთ.
მადლობა ტრენერს.

No comments:

Post a Comment