ტრენინგის მე- 5 დღე იყო ძალიან დატვირთული და საინტერესო. განვიხილეთ შემდეგი საკითხები: მასწავლებლის პორტფოლიოს დასრულება და ბლოგზე ატვირთვა, 21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა, ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება. ვიმუშავეთ წყვილებში . მე და ჩემმა მეწყვილემ ერთმანეთს გავუზიარეთ "ჩემი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია". გავეცანით უკუკავშირის რჩევებს და მეთოდებს. განვიხილეთ უკუკავშირის დასაწყები ფრაზები, რომელსაც ჩემს პრაქტიკაში გამოვიყენებ. კარგი იქნება ბავშვებს თუ წერილობით უკუკავშირს მივცემთ, რაც ხელს შეუწყობს მოტივაციის გაზრდას, ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის უნარებზე. განვიხილეთ საავტორო უფლების ნებართვის წერილი. განვიხილეთ ინტერნეტში ძიების საშუალებები, რაც მე და ჩემს მოსწავლეებს დაგვეხმარება პროექტზე მუშაობისას.
საინტერესო ტრენინგისთვის ტრენერს მადლობა.
No comments:
Post a Comment