Monday, September 26, 2016

მე-8 დღე

ტრენინგის მე-8 დღე დატვირტული იყო.  განვიხილეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. წყვილებში განვიხილეთ მოსწავლის  სავარაუდო პრეზენტაცია. მე და ჩემმა მეწყვილემ  ერთმანეთს მივეცით უკუკავშირები. გეგმაში გათვალისწინებული საკითხები დავალაგეთ ღირებულების მიხედვით. გავეცანით შეფასების რუბლიკებს, ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის რუბლიკაზე. ვისწავლეთ ფონოგრამის შექმნა, რაც იყო ძალიან სახალისო,  გავეცანით ფასილიტაციის მასალას, კიდევ ერთხელ განვიხილეთ პროექტის სამოქმედო გეგმა. ტრენინგზე ნასწავლს გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.

Saturday, September 24, 2016

მე-7 დღე

ტრენინგის მე-7 დღე მეტად შრომატევადი იყო. განვიხილეთ მოდული 5. მოსწავლეთა პროექტის შეფასება, შეფასების სტრატეგიების განხილვა, მოსწავლეთა სავარაუდო შეფასების ფორმების შედგენა, მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებისა და სასწავლო პროექტის გადახედვა. გვქონდა საინტერესო ჯგუფური მუშაობა, განვიხილეთ პრობლემური სიტუაცია მაღაზიაში, ასევე განვიხილეთ  პედაგოგიური პრაქტიკა: მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში, როცა შეფასების პროცესში არიან მოსწავლეები ჩართული მათ უვითარდებათ სწავლის პროცესის კონტროლის უნარის შეგრძნება და თავს წარმატებულ მოსწავლეებად მიიჩნევენ. საჭიროა შევაფასოთ პროექტის აქტივობები და ბავშვები ჩავრთოთ თვითშეფასებაში. გავეცანით შეფასების რუბლიკებს და ჩეკლისტებს. კარგი იქნება თუ ჩეკლისტებს ბავშვებთან ერთად გავაკეთებთ.
მადლობა ტრენერს.

Sunday, September 18, 2016

მე-6 დღე

ტრენინგის მე-6 დღეს შევისწავლეთ მრავალი საკითხი. გვქონდა წყვილებში მუშაობა, განვიხილეთ "ჩემი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია", მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი. შემდეგ ავტვირთეთ drive-ზე პრეზენტაციები და ვისწავლეთ სხვისთვის გაზიარება, ასევე შევისწავლეთ თუ როგორ ხდება რედაქტირება, გავეცანით სასწავლო ნიმუშებს, ვისაუბრეთ მოსწავლის ნაშრომის დაგეგმვის შესახებ. შევადგინეთ მოსწავლის პრეზენტაციის ჩეკლისტი, მუშაობა დავიწყე მოსწავლის ნიმუშის პრეზენტაციაზე. ჩემი აზრით, ტრენინგზე მიღებული ცოდნა სწავლის ხარისხს აამაღლებს.

პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

Saturday, September 17, 2016

მე-5 დღე

ტრენინგის მე- 5 დღე იყო ძალიან დატვირთული და საინტერესო. განვიხილეთ შემდეგი საკითხები: მასწავლებლის პორტფოლიოს დასრულება და ბლოგზე ატვირთვა, 21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა, ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება. ვიმუშავეთ წყვილებში . მე და ჩემმა მეწყვილემ ერთმანეთს გავუზიარეთ "ჩემი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია". გავეცანით უკუკავშირის რჩევებს და მეთოდებს. განვიხილეთ უკუკავშირის დასაწყები ფრაზები, რომელსაც ჩემს პრაქტიკაში გამოვიყენებ. კარგი იქნება ბავშვებს თუ წერილობით უკუკავშირს  მივცემთ, რაც ხელს შეუწყობს მოტივაციის გაზრდას,  ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის უნარებზე. განვიხილეთ საავტორო უფლების ნებართვის წერილი. განვიხილეთ ინტერნეტში ძიების საშუალებები, რაც მე და ჩემს მოსწავლეებს  დაგვეხმარება პროექტზე მუშაობისას.
საინტერესო ტრენინგისთვის ტრენერს მადლობა.

Saturday, September 10, 2016

მე-4 დრე

ტრენინგის მე-4 დღე, როგორც სხვა დღეები იყო საინტერესო და დატვირთული მრავალფეროვანი აქტივობებით. ტრენინგის მსვლელობისას  განვიხილეთ შემდეგი საკითხები: შეფასების  სხვადასხვა მეთოდის განხილვა, შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად, ჩემი პროექტის შესახებ პრეზენტაციის მომზადება .  განვიხილეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. შევარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის შესაფერისი მეთოდები და ინსტრუმენტები.
 გვქონდ საინტერესო აქტივობა წყვილებში, ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტისთვის შერჩეული საკვანძო კითხვები,წყვილებში მუშაობისას  განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ასევე ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაციის გეგმის შედგენაზე.
ტრენერს მადლობა კარგი ტრენინგისთვის.

Wednesday, September 7, 2016

დღე 3

კმაყოფილი ვარ ტრენინგის  მესამე დღით. ტრენინგზე გამოყენებული აქტივობები იყო საინტერესო და დატვირთული. დღეს შევისწავლეთ სტანდარტების გათვალისწინება, გავეცანით სტანდარტების და მიზნების რუბლიკას, რომელსაც პრაქტიკაში გამოვიყენებ და ბავშვებს სტიმულს მისცემს. აგრეთვე  განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, შეკითხვების დასმა საინტერესო პროცესია, უნდა დავსვათ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები,რაც ბავშვებს უვითარდებთ
სააზროვნო უნარებს.შევასრულეთ კითხვებთან დაკავშირებული დავალება.  გავეცანით რესურსებში მიმართულების მიმცემი კითხვები ყველა თემისთვის. განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია,  შევადგინეთ წინადადებები.  გამოვიყენებ მასში მოცემულ ზმნებს.
 ტრენინგზე განხილულ საკითხებს  გამოვიყენებ პროექტზე მუშაობისას.
ტრენერს მადლობა საინტერესო ტრენინგისთვის.

Sunday, September 4, 2016

მეორე დღე

ტრენინგის მეორე დრე საინტერესო იყო. შევისწავლე ბლოგის შექმნა, რომელსაც გამოვიყენებ პირადი ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად. გავეცანი პროექტების შაბლონი,სადაც ნაწილობრივ  მუშაობა დავიწყე. განვიხილეთ პუბლიკაციის მომზადება. ვნახეთ სხვადასხვა სახის საინტერესო ბროშურები,რომლებსაც გამოვიყენებ პროექტებზე მუშაობის დროს.კარგი იქნება ,რომ მისი დამზადების პროცესში ჩავრთო ბავშვები.ამ დროს ამაღლდება ბავშვების მოტივაცია. მათი აქტიურობა და ჩართულობა გაიზრდება.შევისწავლე ახალი ბლოგის შექმნა, რომელსაც გამოვიყენებ პრაქტიკაში.ყოველთვის მაინტერესებდა თუ როგორ უნდოდა ინფორმაციის გამოქვეყნება,რომელიც დღეს შევისწავლე.
  ტრენინგის მეორე დღით ძალიან კმაყოფილი ვარ,რადგან იყო დატვირთული. ნასწავლს გამოვიყენებ პრაქტიკაში. სწავლებას გახდის საინტერესოს.
დიდი მადლობა ტრენერს, დიმიტრი პოპოვს კარგი ტრენინგისთვის.