Wednesday, September 7, 2016

დღე 3

კმაყოფილი ვარ ტრენინგის  მესამე დღით. ტრენინგზე გამოყენებული აქტივობები იყო საინტერესო და დატვირთული. დღეს შევისწავლეთ სტანდარტების გათვალისწინება, გავეცანით სტანდარტების და მიზნების რუბლიკას, რომელსაც პრაქტიკაში გამოვიყენებ და ბავშვებს სტიმულს მისცემს. აგრეთვე  განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, შეკითხვების დასმა საინტერესო პროცესია, უნდა დავსვათ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები,რაც ბავშვებს უვითარდებთ
სააზროვნო უნარებს.შევასრულეთ კითხვებთან დაკავშირებული დავალება.  გავეცანით რესურსებში მიმართულების მიმცემი კითხვები ყველა თემისთვის. განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია,  შევადგინეთ წინადადებები.  გამოვიყენებ მასში მოცემულ ზმნებს.
 ტრენინგზე განხილულ საკითხებს  გამოვიყენებ პროექტზე მუშაობისას.
ტრენერს მადლობა საინტერესო ტრენინგისთვის.

3 comments:

  1. ძალიჯ კარგი, რომ აფასებთ პროექტის თვითელ კომპონენტს, აღწერთ მათ საჭიროებას.

    ReplyDelete
  2. ყოჩაღ, მარინე, საინტერესო კომენტარი დაგიწერია.

    ReplyDelete
  3. ყოჩაღ, მარინე, საინტერესო კომენტარი დაგიწერია.

    ReplyDelete