Sunday, September 4, 2016

მეორე დღე

ტრენინგის მეორე დრე საინტერესო იყო. შევისწავლე ბლოგის შექმნა, რომელსაც გამოვიყენებ პირადი ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად. გავეცანი პროექტების შაბლონი,სადაც ნაწილობრივ  მუშაობა დავიწყე. განვიხილეთ პუბლიკაციის მომზადება. ვნახეთ სხვადასხვა სახის საინტერესო ბროშურები,რომლებსაც გამოვიყენებ პროექტებზე მუშაობის დროს.კარგი იქნება ,რომ მისი დამზადების პროცესში ჩავრთო ბავშვები.ამ დროს ამაღლდება ბავშვების მოტივაცია. მათი აქტიურობა და ჩართულობა გაიზრდება.შევისწავლე ახალი ბლოგის შექმნა, რომელსაც გამოვიყენებ პრაქტიკაში.ყოველთვის მაინტერესებდა თუ როგორ უნდოდა ინფორმაციის გამოქვეყნება,რომელიც დღეს შევისწავლე.
  ტრენინგის მეორე დღით ძალიან კმაყოფილი ვარ,რადგან იყო დატვირთული. ნასწავლს გამოვიყენებ პრაქტიკაში. სწავლებას გახდის საინტერესოს.
დიდი მადლობა ტრენერს, დიმიტრი პოპოვს კარგი ტრენინგისთვის.

1 comment:

  1. მოხარული ვარ რომ ტრენინგზე განხილული საკითხები თქვენ ასე შეაფასეთ, დაინახეთ მათი საჭიროება და პრაქტიკაში დანერგვის მზაობა გამოხატეთ

    ReplyDelete